გერმანელი მეკარე ტიმ ვიზე, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში “ნაპოლის” რიგებში ჩაირიცხოს.
იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ნეაპოლელები სათადარიგო მეკარის რაფაელ კაბრალის ტრავმის გამო ახალი კიპერის ძიებით აქტიურად არიან დაკავებულნი და მათ სამიზნეს სწორედ ვიზე წარმოადგენს.
როგორც ცნობილია, 23 წლის ბრაზილიელს მუხლზე ოპერაციის გადატანა მოუწევს და ხანგრძლივ დროს გაატარებს ლაზარეთში. გუნდის ძირითად კიპერს პეპე რეინასაც პერიოდულად აწუხებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
რაც შეეხება 32 წლის ვიზეს, ის იანვრიდან, მას შემდეგ რაც “ჰოფენჰაიმი” დატოვა, უკლუბოდ იმყოფება.