იტალიური “ნაპოლი” კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელის – ხავიერ მასკერანოს გადაბირებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ესპანური მედიასაშუალებები იუწყებიან.
როგორც ირკვევა, ტრანსფერის ინიციატორი ნეაპოლელთა თავკაცი რაფა ბენიტესია, რომელიც არგენტინელთან ერთად “ლივერპულში” მუშაობდა და მისი შესაძლებლობების შესახებ კარგად მოეხსენება.
ცნობისათვის, “ბარსელონამ” მასკერანო “ლივერპულისგან”, 24 მილიონ ევროდ შეიძინა. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, “ნაპოლიმ” არგენტინელი ხელში უფასოდ ჩაიგდოს.