ფეხბურთი

10:24 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლიმ” ლამელასაც დაუმიზნა

მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი “რომასგან” ერიკ ლამელას შეძენას შეეცდება. ამის შესახებ Football Italia იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ნეაპოლელები რომაელებს არგენტინელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს შესთავაზებენ. თუკი ტრანსფერი შედგება, 21 წლის ნახევარმცველი “ნაპოლისთან” 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ლამელას გარდა, დე ლაურენტისს ფორვარდის შეძენაც სურს. კანდიდატთა სიაში ედინ ჯეკო (“მანჩესტერ სიტი”) და ლეანდრო დამიაო (“ინტერნასიონალი”) არიან.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელთა ვარსკვლავი ედინსონ კავანი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთანაა ძალზე ახლოს. ურუგვაელის სანაცვლოდ, იტალიელები 63 მილიონ ევროს აიღებენ, რითაც სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურებენ.

 

0.117552