ფეხბურთი

14:47 | 1.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლიმ” კანავარო და არმერო გაანათხოვრა

“ნაპოლიმ” პაოლო კანავარო მიმდინარე სეზონის ბოლომდე “სასუოლოში” გაანათხოვრა. ამის შესახებ ნეაპოლელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. 32 წლის იტალიელმა, რომელიც რაფაელ ბენიტესის მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე გუნდის კაპიტანი იყო, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. “სასუოლოში” მას მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება და სეზონის დასრულების მერე, ეს კლუბი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვას შეძლებს.

კანავაროს გარდა, “ნაპოლიმ” კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მცველი პაბლო არმეროც იჯარით გაუშვა. 27 წლის სამხრეთამერიკელი სეზონს ინგლისის პრემიერლიგის “ვესტ ჰემში” დაასრულებს. ამ სეზონში არმერომ იტალიის სერია A-ს 14 შეხვედრაში ითამაშა.

0.129358