ფეხბურთი

19:00 | 18.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლიმ” ჰაინკესისკენ გაიხედა

იტალიური Tuttosport-ის ინფორმაციით, მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, შესაძლოა, “ნაპოლი” ჩაიბაროს.

ნეაპოლელთა ამჟამინდელ დამრიგებელს, ვალტერ მაცარის კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ის, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, განცხადებას კვირას, “რომასთან” გასამართი მატჩის შემდეგ გააკეთებს. დიდი ალბათობით, მაცარი საზოგადოებას “ნაპოლიდან” მისი წასვლის შესახებ ამცნობს.

იტალიურ პრესაში მაცარის შესაძლო შემცვლელები უკვე სახელდებიან. Tuttosport-ის ცნობით, ერთ-ერთი მათგანია “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს, კლუბს დატოვებს. ცოტა ხნის წინათ, ჰაინკესმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში აღარ იმუშავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ 68 წლის სპეციალისტი პენსიაზე არ გავა, მაშინ უცხოურ გუნდს გაწვრთნის.

ჰაინკესის გარდა, მაცარის სავარაუდო შემცლელთა შორის რობერტო დი მატეო და რაფაელ ბენიტესი სახელდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111788