ფეხბურთი

18:43 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლიმ” “ჩელსი” უარით გაისტუმრა

ედინსონ კავანის სანაცვლოდ, ლონდონის “ჩელსიმ” “ნაპოლის” 40 მილიონი ევრო და ფერნანდო ტორესი შესთავაზა, მაგრამ იტალიელთაგან უარი მიიღო. ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თავის პოზიციაზე მყარად დგას და ურუგვაელის სარფიანად გაყიდვა სურს.

“კონტრაქტის ძალით, კავანის “ნაპოლიში” კიდევ 4 წელიწადი აქვს დარჩენილი. მისი გამოსასყიდი ფასი 63 მილიონი ევროა. ბევრი წინადადება მივიღეთ, მაგრამ ყველა მათგანი აღნიშნულ თანხაზე ნაკლები იყო”, - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Goal-ი.

“ჩელსის” გარდა, კავანი მადრიდის “რეალის” ინტერესთა სფეროშიცაა, თუმცა საქმე ისე მიდის, რომ ესპანელებს მთავარი აქცენტი მეორე ურუგვაელ ფორვარდზე – ლუის სუარესზე აქვთ გაკეთებული.

 

0.125558