ფეხბურთი

17:05 | 20.12.2013 | ნანახია 2597 - ჯერ

“ნაპოლი” სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურებს

იტალიური “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდის გაძლიერებას გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელები ზაფხულში სერიოზულად გაძლიერდნენ, 53 წლის ესპანელი სპეციალისტი შემადგენლობით ბოლომდე კმაყოფილი მაინც არაა და Football Italia-სთან საუბრისას აცხადებს, რომ იანვარში ფეხბურთელთა დამატებას ეცდება.

“რა თქმა უნდა იანვარში სატრანსფერო ბაზარზე გავალთ, მაგრამ ჯერ უნდა შევხედოთ რისი გაკეთება შეგვიძლია. “ნაპოლი” ის გუნდია, რომელიც მუდამ მაქსიმუმისკენ ილტვის. გვსურს, რომ ყველა თამაში მოვიგოთ და თუ ჯილდოს დავეუფლებით ძალიან გაგვიხარდება. ჩვენი მიზანია, რომ არ დავნებდეთ და ბოლო მომენტამდე კონკურენტუნარიანები ვიყოთ” - განაცხადა ბენიტესმა.

მოცემული მომენტისთვის “ნაპოლი” სერია A-ში მე-3 ადგილს იკავებს და ლიდერ “იუვენტუსს” რვა ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, ის დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა “დორტმუნდს” და “არსენალს” და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა, თუმცა, ბრძოლას ევროპის ლიგაზე გააგრძელებს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:08 | 04.05.2017
ჩიჩარიტო (18039)

ქეცბაიას და არველაძების ბრალია

21:08 | 04.05.2017
O. Mertskhali (8101)

მოკლედ, პირველ-მეორეზე ვთამაშობთ რა...

21:00 | 04.05.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (601)

მოლდოვამაც ჩვენთან აიღო ერთადერთი სანატრელი ქულა ტფუიიი
და ეხლა მოლდოვაში 1 მოგებაც ექნებათ ჩვენთან
ჯგუფურს ისე ვრჩებით მოგება არ გვაქვს

16:50 | 04.05.2017
denvera77 (5)

ვაი ჩვენს პატრონს ....

16:03 | 04.05.2017
R ea L (380)

ამათ ოდესმე რამე ეშველებათ...

16:31 | 04.05.2017
KoRBeN DaLLaS (24846)

მე მგონი უკვე ნაშველი აქვთ. მეორე თვეა 122-ე ადგილზე მყარად დგანან და უკუსვლა არ განუცდიათ DDDDDDDDD

17:27 | 04.05.2017
BEERTRANCE (97819)

ეგერ იქნებ სენტ კიტტისმა უშველოთ კიდე DDDDDDDDDDDDDDDDD

20:16 | 04.05.2017
R ea L (380)

DDDD

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060517
2597