ფეხბურთი

12:44 | 1.04.2014 | ნანახია 755 - ჯერ

“ნაპოლი” რეინას გამოისყიდის

სეზონის დასრულების შემდეგ, “ნაპოლი” “ლივერპულისგან” პეპე რეინას სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვას გეგმავს. ნეაპოლელთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ მედიას განუცხადა, რომ 32 წლის ესპანელის საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, კლუბი მასთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

“იუვენტუსთან” გამარჯვების შემდეგ, რეინას ვუთხარი, რომ მისი იმედი მომდევნო სეზონშიც გვაქვს. იმედია, ტრანსფერს მოკლე ვადაში გავაფორმებთ”, - განაცხადა დე ლაურენტისმა.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, რეინამ “ნაპოლის” კარი 36 მატჩში დაიცვა და 40 გოლი გაუშვა.

 

თეგებიპეპე რეინა

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:45 | 01.04.2014
nufiko (489)

რა საშინელი მაჩვენებელია, 36-თამასში-40 გოლი.. :/

13:02 | 01.04.2014
N O D (885)

ქვემოთ ეწერა ლოპესის ყიდვა უნდათო და გამიხარდა, ახლა ეს თუ დაიტოვეს ლოპესი ვირას შევასაღოთ

0.140325