იტალიური გამოცემების ცნობით, “ნაპოლის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ყაზანის “რუბინის” ფრანგი ნახევარმცველით იან მვილათი დაინტერესდა და მის ყიდვას ზამთრის სატრანსფერო სეზონზევე შეეცდება.
ნეაპოლური კლუბის წარმომადგენლებმა 23 წლის ჰავბეკის თაობაზე მოლაპარაკება უკვე წამოიწყეს. “ნაპოლი” მზადაა, ტრანსფერის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს.
იან მვილა “რუბინში” შარშან იანვარში ფრანგული “რენიდან” გადავიდა და მოქმედ კონტრაქტს ვადა 2017 წლის ზაფხულში ეწურება.