ფეხბურთი

12:07 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი” მასკერანოს არ ეშვება

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “ნაპოლი” კატალონიის “ბარსელონასგან” ხავიერ მასკერანოს შეძენას ეცდება. ამის შესახებ კატალონიური მედიასაშუალებები იუწყებიან.

ნეაპოლელებს 29 წლის არგენტინელის ხილვა დიდი ხანია სურთ და უახლოეს სატრანსფერო სეზონში, მათ ამის კარგი შანსი ექნებათ. რამდენადაც ცნობილია, იტალიელები სამხრეთამერიკელ უკანახაზელში 15 მილიონ ევროს იხდიან. საგულისხმოა, რომ მასკერანოს დაბრუნება “ლივერპულსაც” სურს.

ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, მასკერანომ “ბარსელონას” შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11181