ფეხბურთი

15:28 | 15.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი” მაცარის 2-წლიანს უმზადებს

იტალიური “ნაპოლის” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის – ვალტერ მაცარის შენარჩუნებას ცდილობს. Football Italia-ს ცნობით, ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იტალიელ სპეციალისტს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

მაცარის “ნაპოლისთან” მოქმედი ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება და მისი გახანგრძლივების საკითხიც ამიტომ დადგა დღის წესრიგში. ახალი კონტრაქტის ძალით, იტალიელის წლიური ანაზღაურება 3.5 მილიონი ევრო იქნება.

ჯერჯერობით, თავად მაცარი კომენტარისგან თავს იკავებს. ჟურნალისტების ვარაუდით, იტალიელი სეზონის დასრულებას ელის, რის შემდეგაც გაირკვევა, მოხვდება თუ არა “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114779