იტალიური “ნაპოლი” ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველის – ეტიენ კაპუეს შეძენას ცდილობს. ფრანგული პრესის ცნობით, ნეაპოლელთა მთავარი სამიზნე სწორედ 25 წლის შუახაზელია.
როგორც ირკვევა, იტალიელები კაპუეში 9 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან. მხარეებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, “ნაპოლი” რაჯა ნაინგოლანისა და მაქსიმ გონალონის შეძენას ცდილობდა, მაგრამ ვერცერთი მათგანი გადაიბირა. სადღეისოდ, ნეაპოლელთა ფავორიტი კაპუეა.