ეტიენ კაპუეს აგენტმა ჟურნალისტებს აუხსნა თუ რატომ ვერ გადავიდა მისი კლიენტი დღემდე “ნაპოლიში.” 25 წლის კაპუე “ტოტენჰემმა” შარშან “ტულუზადან” 11 მილიონ ევროდ იყიდა, ახლა კი ლონდონელები მასში 12 მილიონს ითხოვენ, თუმცა ფრანგი ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება. “პრობლემა არც კაპუეშია და არც “ნაპოლიში,” უბრალოდ, “ტოტენჰემი” მასში ძალიან ბევრ ფულს ითხოვს. ასეთი ფასი აბსურდულია,” – განაცხადა ფრანგის აგენტმა მართა ფიშერმა.