მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი, “ნაპოლის” ფეხბურთელი ოფიციალურად, შეიძლება, უახლოეს საათებში გახდეს. ესპანური სპორტული გამოცემების ცნობით, იტალიური კლუბი, არგენტინელ თავდამსხმელს მას-მედიას და გულშემატკივრებს, სავარაუდოდ, 29 ივლისს წარუდგენს.
“რეალის” მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის, იგუაინის გაშვება არ სურდა და ამის შესახებ, ბოლო დროს არაერთხელ გამოაცხადა, მაგრამ საბოლოო არჩევანი თავად ფეხბურთელმა გააკეთა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია