“ნაპოლის” ხელმძღვანელობა მიმდინარე სატრანსფერო სეზონში შემადგენლობის გაძლიერებას აქტიურად ცდილობს. ბრიტანული მედიის ცნობით, იტალიელების მიზანი ლონდონის “ტოტენჰემის” შემტევის – მუსა დემბელეს შეძენაა.
ნეაპოლელები 27 წლის ბელგიელზე მას შემდეგ გადაერთვებიან, რაც “ლიონთან” მაქსიმ გონალონის ტრანსფერს საბოლოოდ შეათანხმებენ. “ნაპოლი” ფრანგში 12 მილიონ ევროს გადაიხდის და შემდეგ დემბელეს ტრანსფერზე დაიწყებს მუშაობას.
სავარაუდოდ, “ნაპოლის” დემბელეს ტრანსფერი 18 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება. ბელგიელს ლონდონელებთან მოქმედი ხელშეკრულება 2017 წელს ეწურება.