ფეხბურთი

2:15 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ და „ბილბაო“ გამარჯვებულს ბასკეთში გამოავლენენ

ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის მთავარი დაპირისპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა. „ნაპოლიმ“ და „ბილბაომ“ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს და ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედის გადაწყვეტა ბასკეთში გასამართ დაპირისპირებას მიანდეს.

ნეაპოლში გამართული მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს „ბილბაომ“ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. 41-ე წუთზე, დე მარკოსმა, მარჯვენა ფლანგიდან, საჯარიმოში უმეთვალყურეოდ მყოფი მუნიაინი მოძებნა, რომელმაც საშუალო დისტანციიდან ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. ცნობისთვის, მუნიაინი თამაშში ყველაზე აქტიური ფეხბურთელი იყო. 21 წლის შემტევი დრიბლინგზე 16-ჯერ წავიდა, რაც საუკეთესო შედეგია.

„ნაპოლი“ მე-2 ტაიმში გააქტიურდა, რამაც შედეგი 68-ე წუთზე მოიტანა, როდესაც საჯარიმოში შესულმა იგუაინმა მეკარისგან შორეულ კუთხეში შედეგიანად დაარტყა. ეს, იგუაინისთვის, „ბილბაოს“ წინააღმდეგ გამართულ მე-11 თამაშში მე-9 გოლი იყო.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ „ნაპოლიმ“ მეტოქე საჯარიმოში გამოკეტა. კიდევ 2 გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა იგუაინს, მაგრამ მისი პირველი დარტყმის შემდეგ ირაისოსმა დაუჯერებელი რეაქცია გამოავლინა, ხოლო მე-2 შემთხვევაში არგენტინელს მიზანმა უმტყუნა.

„ბილბაომ“, ბოლო წუთებში, თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა მოახერხა და ის ანგარიში დააფიქსირა, რომელიც, ევროტურნირების ისტორიის გათვალისწინებით, ბასკებს ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის 73%-იან შანსს აძლევს.

ბასკების მსგავსად, მეტოქის მოედანზე ფრე ითამაშა ლონდონის „არსენალმა“, რომელმაც ბოლო 10 წუთი კაცნაკლულმა გაატარა. მე-80 წუთზე, მე-2 გაფრთხილების გამო, აარონ რემზიმ საკლუბო კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო.

ეს იყო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „არსენალისთვის“ პირველი თამაში, რომელიც გუნდმა ვერ მოიგო. აქამდე, ლონდონელებს თორმეტივე მატჩი მოგებული ჰქონდათ. თუმცა, თუ ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიას გავითვალისწინებთ, „არსენალს“ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი მაინც საკმაოდ მაღალი, 67 პროცენტია. თავად „არსენალს“, ევროტურნირის ფლეი ოფში სტუმრად გამართული პირველი მატჩის უგოლოდ დასრულების შემდეგ, ორრაუნდიანი დაპირისპირება არასდროს წაუგია. ლონდონელები მომდევნო ეტაპზე სამივე შემთხვევაში გავიდნენ.

ჯგუფური ეტაპისკენ ყველაზე დიდი ნაბიჯი „ლევერკუზენმა“ გადადგა. გერმანელებმა „კოპენჰაგენი“ დანიაში 3:2 დაამარცხეს. ხუთივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. „ლევერკუზენი“ ჯერ იგებდა, მაგრამ მე-13 წუთზე უკვე აგებდა. თუმცა, გერმანელებმა სასურველი ანგარიშის პირველივე ნახევარში დაფიქსირება მაინც მოახერხეს. ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, „კოპენჰაგენის“ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ 3 პროცენტია.

დიდი უპირატესობის მიუხედავად, მეტოქე მხოლოდ თამაშის მიწურულს გატეხა „სტიაუამ“. რუმინელებს ჩიფჩუმ მოაგებინა, რომელმაც პირველ ტაიმში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

პირველ თამაშში დაფიქსირებული შედეგის გათვალისწინებით, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის თანაბარი შანსები აქვთ „ზალცბურგსა“ და „მალმიოს“. ავსტრიელები მეტოქეს 2:0 უგებდნენ, მაგრამ 90-ე წუთზე, მეკარის შეცდომის შემდეგ, ერთი ბურთ გაუშვეს და მეტოქეს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები შეუნარჩუნეს. უნდა აღინიშნოს „ზალცბურგის“ ესპანელი თავდამსხმელის, ჯონათან სორიანოს კიდევ ერთი შედეგიანი თამაში. 28 წლის შემტევს, ავსტრიული გუნდის მაისურით გამართულ 101 მატჩში 92 გოლი აქვს გატანილი. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 5 თამაშში მან თავი უკვე 10-ჯერ გამოიჩინა. ერთ-ერთი გოლი მან სწორედ „მალმიოს“ წინააღმდეგ, 54-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა.

 

ზალცბურგი-მალმიო 2:1 (1:0)

ზალცბურგი, “რედ ბულ არენა 29110

ზალცბურგი (4-4-2): გულასცი, შვეგლერი, რამალიო, შიმერი, ულმერი, კამპლი, ლაიტგები (კეიტა 87), ილსანკერი, მანე (ბრუნო 80), სორიანო, საბიტსერი (ალანი 85).

მწვრთნელი: ადი ჰიუტერი.

მალმიო (4-4-2): ოლსენი, ტინერჰოლმი, იოჰანსონი, ელანდერი, რიკარდინიო, კროონი (სიბიცკი 87), ადუ, ჰალსტი, ფორსბერგი, ტელინი (ერიკსონი 61), როზენბერგი.

მწვრთნელი: აგე ჰარეიდე.

გოლები: 1:0 შიმერი (16), 2:0 სორიანო (54), 2:1 ფორსბერგი (90).

გაფრთხილებები: ილსანკერი 70 - იოჰანსონი 5, ადუ 45+1, ელანდერი 56, ერიკსონი 63, ჰალსტი 90+4.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 26 (8)-12 (4), კუთხური: 6-6, თამაშგარე: 5-2, სეივი: 3-6, ჯარიმა: 11-16.

 

სტიაუა-ლუდოგორეცი 1:0 (0:0)

ბუქარესტი, “არენა ნაციონალა

სტიაუა (4-2-3-1): არლაუსკისი, რაპა, სზუკალა, ვარელა, ლატოვლევიცი, პრეპელიცა, ბრეეველდი, პოპა (იანჩუ 83), სანმარტეანი (ფილიპი 90+2), სტანჩუ (კეზერუ 57), ჩიფჩიუ.

მწვრთნელი: კონსტანტინ გალცა.

ლუდოგორეცი (4-2-3-1): სტოიანოვი, კაიჩარა, მოტი, ტერზიევი, მინევი, ზლატინსკი (ესპინიო 46), დიაკოვი, ალექსანდროვი, მარსელინიო (ანიცეტი 85), მისიჯანი, იუნესი.

მწვრთნელი: გეორგი დერმენჯიევი.

გოლი: 1:0 ჩიფჩიუ (88).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ჩიფჩიუ 34.

გაფრთხილებები: ჩიფჩიუ 35 - ჟუნიორი 27, იუნესი 62.

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 14 (5)-7 (2), კუთხური: 7-8, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-4, ჯარიმა: 17-17.

 

ბეშიქთაში-არსენალი 0:0

სტამბული, “ათათურქი 41531

ბეშიქთაში (4-3-3): ძენგინი, კოიბასი, ფრანკო, გულუმი, მორაის მოტა, ოზიაკუპი (კოიუნლუ 81), უისალი, კავლაკი, პეკტემეკი (ტოსუნი 88), ბა, საჰანი (ტორე 73).

მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი.

არსენალი (4-3-3): შჩეზნი, დებიუში, ჩემბერსი, კოშელნი, მონრეალი, უილშერი, არტეტა (ფლამინი 50), რემზი, სანჩესი (ჩემბერლენი 73), ჟირუ, კასორლა (როსიცკი 90).

მწვრთნელი: არსენ ვენგერი.

გაფრთხილებები: რამონი 53, ოზიაკუპი 77 - რემზი 54, ფლამინი 55, მონრეალი 66.

გაძევება: რემზი 80.

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 9 (4)-9 (3), კუთხური: 2-6, თამაშგარე: 0-0, სეივი: 3-4, ჯარიმა: 12-8.

 

კოპენჰაგენი-ლევერკუზენი 2:3 (2:3)

კოპენჰაგენი, “პარკენი 18221

კოპენჰაგენი (4-4-2): ანდერსენი, ჰოგლი, ნილსონი, იორგენსენი, ბენგტსონი, ამნკვა, კლაუდემირი (დე რიდერი 53), ამარტეი, დელენი, კორნელიუსი, კადრი

მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი

ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო, დონატი (ჟედვაი 46), სპაიჩი, თორფაქი, ბოენიში, კასტრო, როლფესი, ბელარაბი (ბრანდტი 83), ჩალჰანოღლუ (დრმიჩ 88), სონი, კისლინგი

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

გოლები: 0:1 კისლინგი (5), 1:1 იორგენსენი (9), 2:1 ამარტეი (13), 2:2 ბელარაბი (31), სონი (43)

გაფრთხილებები: კორნელიუსი 51, ამარტეი 90+1 - ბელარაბი 25, დონატი 29, ჟედვაი 51, თორფაქი 63

მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 9 (3)-20 (9), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 1-7, სეივი: 6-1, ჯარიმა: 13-13.

 

ნაპოლი-ბილბაო 1:1 (0:1)

ნეაპოლი, “სან პაოლო 49872

ნაპოლი (4-2-3-1): კაბრალი, მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, ბრიტოსი, ჟორჟინიო, გარგანო, კალიეხონი, ჰამშიკი (მიჩუ 78), ინსინიე (მერტენსი 60), იგუაინი.

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, დე მარკოსი, გურპეგი, ლაპორტი, ბალენსიაგა, რიკო, იტურასპე (მორანი 89), სუსაეტა (იბაი 80), ეჩებარია (სან ხოსე 75), მუნიაინი, ადურისი.

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე.

გოლები: 0:1 მუნიაინი (41), 1:1 იგუაინი (68).

გაფრთხილებები: ჟორჟინიო 10 - გურპეგი 72, ბალენსიაგა 75.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 12 (3)-14 (5), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 6-0, სეივი: 4-2, ჯარიმა: 8-19.

0.211149