ფეხბურთი

19:08 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი” ალექსის სანჩესში 20 მილიონს იხდის

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიური “ნაპოლი” “ბარსელონას” ჩილელი შემტევის, ალექსის სანჩესის შეძენითაა დაინტერესებული.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, ნეაპოლელებმა ესპანეთიდან 3 ფეხბურთელი უკვე შეიძინეს. ხოსე კალიეხონის, გონსალო იგუაინისა და რაულ ალბიოლის ტრანსფერების შემდეგ, “ნაპოლი” უკვე “ბარსელონას” მიადგა. იტალიელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი მზადაა ჩილელში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს.

გავრცელებული ინფორმაციით, სანჩესის ტრანსფერი “ნაპოლისთვის” პრიორიტეტული არაა. იტალიელები “პორტუს” შემტევის, ჯექსონ მარტინესის გადაბირებას ცდილობენ და ალექსისს ისინი კოლუმბიელის ალტერნატივად განიხილავენ.

0.157542