საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მაკედონიის ქალაქ სტრუმიცეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა და ნანატრი გამარჯვება იზეიმა.
მიხეილ ბერუაშვილის შეგირდები ზედიზედ 6 მარცხის შემდეგ, 21-22-ე ადგილებისთვის შოტლანდიას დაუპირისპირდნენ და დამაჯერებლად მოიგეს – 94:68 (23:16, 21:18, 26:17, 24:17).
ქართველთაგან ყველაზე შედეგიანი კახაბერ ტომარაძე გახლდათ, რომელმაც 20 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა, გიორგი დვალმა 12 ქულას 6 პასი წაამატა, სანდრო სანაძემ 11 ქულა ჩააგდო, ხოლო უჩა გამყრელიძე 9 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.