სხვა

23:13 | 6.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნამგალაურმა მშვილდოსნებს წარმატება მიულოცა

ჩინეთის ქალაქ შანხაიში დასრულებულ მსოფლიოს თასის მე-4 ეტაპზე მშვილდოსნობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-4 ადგილი დიაკავა. ქართველ მშვილდოსანთა სამეული (ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ნათია ცინცაძე) მერვედფინალში მე-14 შედეგით გავიდა და მე-3 რეიტინგის მქონე აშშ-ს გუნდს, რომლის ერთ-ერთი წევრი ხათუნა ქვრიშვილია, 216:211 სძლია.
მეოთხედფინალში ქართველმა ქალებმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს და მე-11 განთესვის მქონე რუსეთის ნაკრები 195:190 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი ჩინეთის (მე-2 რეიტინგი) უძლიერეს ნაკრებთან 202:213 დათმეს.
მე-3 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრებმა მე-4 შედეგის მქონე ტაივანის გუნდთან 206:219 წააგო, მე-4 ეტაპის გამარჯვებული კი სამხრეთ კორეა გახდა, რომელმაც ფინალში ჩინეთს 222:217 სძლია.
შანხაიდან დაბრუნების შემდეგ, ქართველი მშვილდოსნებს ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
ნამგალაურთან შეხვედრაზე სპორტსმენებთან ერთად მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი – მამუკა ქაცარავა და გენერალური მდივანი – არტემ სანიშვილიც იმყოფებოდნენ.

 

www.sport.gov.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164172