ნალჩიკის “სპარტაკი” რუსეთის პირველი დივიზიონიდან გარიცხეს და პროფესიონალური სტატუსი წაართვეს. მიზეზი ისაა, რომ კლუბს დიდძალი დავალიანება აქვს ფეხბურთელების მიმართ და გასტუმრება არ შეუძლია. სპონსორიც ვერ იშოვა კლუბმა. ყაბარდო-ბალყარული “სპარტაკი” მე-11 ადგილზეა.
როგორც იცით, ნალჩიკის “სპარტაკში” დავით სირაძე და გუჯა რუხაია არიან. შესაბამისად, მათ სხვა კლუბში გადასვლა მოუწევთ თავისუფალი აგენტის სტატუსით. სირაძეს ამ სეზონში 22 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, რუხაიას კი 10 შეხვედრა ჩაუტარებია უგოლოდ.