ფეხბურთი

17:41 | 2.10.2013 | ნანახია 1097 - ჯერ

ნალჩიკელთა თავკაცი: “სირაძესა და გოშოკოვს შორის კონკურენციაა”

ნალჩიკის “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა ტიმურ შიპშევმა მოსკოვის “ტორპედოსთან” ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ, კლუბის პრესსამსახურთან საუბარში განმარტა თუ რატომ არ აძლევს დავით სირაძეს უფრო მეტ სათამაშო დროს.

- დავით სირაძე მზად არაა, რომ 15 წუთზე მეტ ხანს ითამაშოს?

ტიმურ შიპშევი: “რატომ არ არის მზად? უბრალოდ არსებობს კონკურენცია სირაძესა და გოშოკოვს შორის”.

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-16 ტურში, “ტორპედოსთან” მატჩში სირაძე შეცვლაზე 82-ე წუთზე შევიდა. მიმდინარე სეზონში სირაძემ სასტარტო შემადგენლობაში 6 მატჩი ითამაშა, ხოლო შეცვლაზე – 8 და ერთი გოლი გაიტანა. 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:56 | 03.10.2013
guro (144)

ნალჩკში
120 თამაშში 17 გოლი ცენტრფორვარდისთვის ძალიან ცუდი შედეგია

0.119702