ჩოგბურთი

0:56 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნალბანდიანმა კარიერა დაასრულა

მსოფლიოს ექს-მესამე ჩოგანმა, არგენტინელმა დავიდ ნალბანდიანმა კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 31 წლის ჩოგბურთელი, რომელსაც მარჯვენა მხრის ტრავმა აწუხებდა, კორტზე აპრილის დასაწყისში დევისის თასის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ არ გასულა, ამჟამად კი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 231-ე ადგილი ეკავა.

საერთო ჯამში, ნალბანდიანმა AთP-ის ეგიდით 575 მატჩის ჩატარება მოასწრო, რომელთაგან 383-ში გამარჯვება იზეიმა. დავიდს ზურგს 11 მოგებული ტურნირი უმაგრებს, პარიზის და მადრიდის მასტერსების და ATP-ის წლის დასკვნითი პირველობის ჩათვლით. არგენტინელ ჩოგბურთელის დიდი სლემის ყველა ტურნირის ნახევარფინალში უთამაშია, 2002 წელს კი უიმბლდონის ფინალსაც უწია, სადაც ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტთან დამარცხდა.

0.11527