ძიუდო

19:01 | 21.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრების მწვრთნელებმა სათბილისო 28 ჩამოწერეს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ თბილისის მსოფლიოს თასის ქართული შემადგენლობა გამოაქვეყნა. ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს 28-29 იანვარს სპორტის სასახლე უმასპინძლებს და საქართველოს სახელით თითოეულ წონით კატეგორიაში ოთხი სპორტსმენი იჭიდავებს.
წინასატურნირო შეკრებას ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დუშეთის სპორტულ ბაზაზე გადის. აქამდე გუნდი მთავარი მწვრთნელის, პიტერ ზაიზენბახერის ასისტენტების ზედამხედველობით ვარჯიშობდა. თავად ავსტრიელი სპეციალისტი კი, პარალელურად ნაკრების 12 კანდიდატისთვის ავსტრიულ შეკრებას ატარებდა. დელეგაცია საქართველოში დღეს, გამთენიისას დილით დაბრუნდა და ხვალიდან დუშეთში ნაკრების სრული შემადგენლობა შეიკრიბება.
25 იანვარს თბილისის მსოფლიოს თასისთვის შეგულებული შემადგენლობა თბილისში დაბრუნდება და ტურნირის ჩამთავრებამდე სასტუმრო “ბატესტაში” დაბინავდება.
სპორტის სასახლის ტატამზე საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით რომ არ გავიდოდა, ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოს გაირკვა. ამჯერად კი, დანაკლისზე უკვე დაზუსტებული ოფიციალური ინფორმაციაც არსებობს. მსოფლიოს თასს დააკლდებიან: ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ირაკლი ცირეკიძე და ლევან ჟორჟოლიანი (ორივე 100 კგ).
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ ვერა ჭიდაობას საქართველოს ნაკრების ყველაზე მაღალრეიტინგიანი წევრი ამირან პაპინაშვილი (60კგ). ძიუდოს ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, თუ პაპინაშვილის ტატამზე გასვლა გამოირიცხა, მას ან ვაჟა მარგველაშვილი ჩაანაცვლებს ან გიორგი მესაბლიშვილი.

60 კგ
ამირან პაპინაშვილი
ბეთქილ შუკვანი
პაატა მერებაშვილი
იოსებ ნიჟარაძე

66 კგ
შალვა ქარდავა
ლაშა შავდათუაშვილი
დავით ასუმბანი
სანდრო იაკობაშვილი

73 კგ
ნუგზარ ტატალაშვილი
ამბაკო ავალიანი
ზებედა რეხვიაშვილი
თენგიზ პაპოშვილი

81 კგ
ავთანდილ ჭრიკიშვილი
ლევან წიკლაური
დავით კარბელაშვილი
პაატა ღვინიაშვილი

90 კგ
ზურაბ ზვიადაური
ლაშა გურული
გიორგი ნოზაძე
ბეთქილ ნავერიანი

100 კგ
ირაკლი ქობლიანიძე
ონისე ბუღაძე
ბექა ბერძენიშვილი
ალექსანდრე მსხალაძე

+100 კგ
ზვიად ხანჯალიაშვილი
ლაშა გუჯეჯიანი
ადამ ოქრუაშვილი
ლევან მატიაშვილი
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175082