“კალიარის” პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მისი გუნდის ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი კარიერას “იუვენტუსში” ან “მილანში” განაგრძობს.
“მხოლოდ ფული რომ მაინტერესებდეს, რაჯას უცხოურ კლუბში გავყიდდი, მაგრამ ვიცი რა მისი შესაძლებლობები, მინდა ეს ფეხბურთელი იტალიაში დარჩეს და მან “იუვენტუსში” ან “მილანში” ითამაშოს.
“იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ პირველად მოგვმართა, მაგრამ “მილანში” ჩემი მეგობარი ადრიანო გალიანი მუშაობს.” – აცხადებს ჩელინო.
“კალიარის” პრეზიდენტი მისი გუნდის კიდევ ერთ ფეხბურთელზე, დავიდე ასოტირზეც საუბრობს: “ასტორისთან დაკავშირებით სხვაგვარი სიტუაციაა. ვფიქრობ, ის კარიერას რუსეთში ან ინგლისში განაგრძობს.”