სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

15:22 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნაგოიაში ორივე ქართველმა წააგო

ნაგოიას ბაშოს მე-4 დღეს ორივე ქართველმა სუმოისტმა მარცხი განიცადა. დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინმა დასავლეთის მე-9 მაეგაშირა სადანოფუჯისთან წააგო, ხოლო დასავლეთის მე-2 მაეგაშირა გაგამარუ იოკოძუნა ჰარუმაფუჯის ვერ გაუმკლავდა.

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე და იაპონელი სადანოფუჯი ერთმანეთის პირისპირ ლამის 3 წუთის განმავლობაში იდგნენ, შემდეგ კი ქართველმა გადამწყვეტი შეტევა წამოიწყო და მეტოქე დოჰიოს კიდესთანაც მიიყვანა, თუმცა, საპასუხო ცუკიოტოშის ვერ გაუმკლავდა.

ტოჩინოშინს თანაბარ ბალანსი (2 მოგება, 2 მარცხი) გაუხდა, შემდეგი ბრძოლა კი ასეთივე ბალანსის მქონე – მე-16 მაეგაშირა ტოკოშორიუსთან ელის.

ივლისის სუპერტურნირზე მოგებას ვერაფრით ახერხებს თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ, რომელიც დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით ირჯება და დაპირისპირება ელიტარულ მეტოქეებთან ელის.

გაგამარუ ამჯერად იოკოძუნა ჰარუმაფუჯის გადაეყარა და წამებში ჰატაკიკომით დამარცხდა. ეს, ქართველი გოლიათისთვის ზედიზედ მე-4 მარცხი იყო, მომდევნო შეხვედრა კი კიდევ ერთ მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოსთან ელის, რომელთანაც ყველა გასული შერკინება წაგებული აქვს.

ნაგოიას ბაშოს 4 დღის თავზე დაუმარცხებლად სწორედ ხსენებული ჰაკუჰო, ოძეკები კოტოოშუ და კოტოშოგიკუ და ბრაზილიელი მე-10 მაეგაშირა კაისეი ლიდერობენ.

ნაგოიას ბაშოს მე-4 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=RykxNGkTxS0&feature=player_embedded

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.124724