სხვა

13:14 | 20.07.2014 | ნანახია 1421 - ჯერ

ნაგოიაში ეკვატორი გადაილახა

ნაგოიაში მიმდინარე ივლისის ბაშომ ეკვატორი გადალახა. 8 დღის თავზე ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს დანაკარგის გარეშე იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკი კოტოშოგიკუ და რიგითი მაეგაშირა ტაკაიასუ ლიდერობენ.

თანაბარი ბალანსი (4 მოგება, 4 წაგება) გააჩნია გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. გასულ დღეებში ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა კიოკუტენჰოს სძლია, შემდეგ კი ძურიოს პირველ ნომერ სადანოფუჯისთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გაგამარუს აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდება გააჩნია და აუცილებლად დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) სჭირდება, რათა მაკუუჩიში ადგილი შეინარჩუნოს.

რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში 7 გამარჯვება და 1 წაგება მოუგროვდა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს. აღმოსავლეთის მე-12 ნომერმა ქართველმა შაბათა-კვირას 2 მოგება მიითვალა, ჯერ – მე-10 ნომერ დაიდოსთან, შემდეგ კი – მე-8 ნომერ ასაშიჰოსთან.

ნაგოიას ბაშოს მე-9 დღეს ტოჩინოშინი მე-11 ნომერ აკისეიამას გაეჯიბრება, გაგამარუს მეტოქე კი აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:36 | 21.07.2014
BEERTRANCE (97819)

ღიპუცამ დადებითი გაინაღდა და მოეშვა

13:36 | 21.07.2014
BEERTRANCE (97819)

გოეიდო მემგონი სერიოზულად ადფიქრდა ოძეკობაზე

13:35 | 21.07.2014
BEERTRANCE (97819)

ეგვიპტელმა იოკოძუნები გააგორა და მგონი საწვავი გამოელია

12:38 | 21.07.2014
BEERTRANCE (97819)

ტაკაიასუ შეაჩერეს ძლივს

11:28 | 21.07.2014
BEERTRANCE (97819)

გაგა ისევ უარყოფითზე გავიდა

13:32 | 21.07.2014
meleksa (1841)

გამოფხიზლება უნდა სასწრაფოდ.

10:26 | 21.07.2014
BEERTRANCE (97819)

ტოჩი 8-1ზე ავიდა.

16:19 | 20.07.2014
meleksa (1841)

stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=Zagd8WwVhUw')>0?'http://www.youtube.com/watch?v=Zagd8WwVhUw':'http://www.youtube.com/watch?v=Zagd8WwVhUw'))

16:19 | 20.07.2014
meleksa (1841)

ჰაკუჰო ოსუნაარაში მაგარი იყო. საღოლ ამ ეგვიპტელს, მაგარ ხოდზეა.

10:26 | 21.07.2014
BEERTRANCE (97819)

ჰაკუჰომ იოკოძუნებს ნამუსი შეუნახა

14:55 | 20.07.2014
BEERTRANCE (97819)

მიდით ბიჭებო მიაწექით

0.135232