ცნობილი გახდა 7-21 ივლისს იაპონიის ქალაქ ნაგოიაში დაგეგმილი წლის რიგით მე-4 სუპერტურნირის სასტარტო დღეების განრიგი. ტრადიციულად, მორიგ ბაშოზეც 2 ქართველი სუმოისტი წარსდგება – დასავლეთის შესაბამისად, მე-2 და მე-11 მაეგაშირები – გაგამარუ და ტოჩინოშინი.
გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი პირველ ორთაბრძოლას ბულგარელი ოძეკი კოტოოშუს წინააღმდეგ ჩაატარებს, შემდეგ კი ძალებს მონღოლ ოძეკი კაკურიუსთან მოსინჯავს.
რანგიდან გამომდინარე, უფრო იოლ მეტოქეებთან ჭიდილი მოუწევს ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს. ქართველი სეკიტორი ივლისის სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ბრაზილიელ კაისეისთან შერკინებით გახსნის, მისი მომდევნო მოწინააღმდეგე კი დასავლეთის მე-10 მაეგაშირა – იაპონელი ჩიონოკუნი იქნება.
ნაგოიას ბაშოს დასაწყისში განთესვით იდენტური მეტოქეები ელით მონღოლ იოკოძუნებს – ჰაკუჰოს და ჰარუმაფუჯის. ჰაკუჰო კომუსუბი ტოკიტენკუს და პირველ მაეგაშირა ტაკაიასუს გაეჯიბრება, ხოლო ჰარუმაფუჯი – კომუსუბი შოჰოძანს და პირველ მაეგაშირა ტაკეკაძეს.
აქვე ვთქვათ, რომ მომავალი ტურნირიდან მოიხსნა ესტონელი ბარუტო, რომელიც ბოლო პერიოდია ტრავმებით გახლავთ გაწამებული. კაიდო ჰოოველსონი 2.5 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში პრესტიჟულ ოძეკის ტიტულს ატარებდა, ნაგოიას ბაშოზე კი აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით უნდა ჩაბმულიყო, თუმცა...