მილანის “ინტერის” იაპონელი მარჯვენა მცველი იუტო ნაგატომო სეზონის ბოლომდე უქმობის საფრთხის ქვეშ დგას. ამის მიზეზი მუხლის მყესების დაზიანებაა.
ნაგატომომ ტრავმა გასულ უქმეებზე გამართულ მილანურ დერბიში გაირკვა. სამედიცინო შემოქმების შემდეგ გაირკვა, რომ აზიელ ფეხბურთელს ჯვარედინა მყესები აქვს დაზიანებული. ნაგატომოს გამოჯანმრთელების ვადები ცნობილი არაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ სერიოზული ტრავმასთან გვაქვს საქმე, სავარაუდოდ, იაპინელი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს და ამ მხრივ, ის დიეგო მილიტოს შეუერთდება.
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, ნაგატომომ მოედანზე საერთო დროის 74% დაჰყო. ჩატარებულ 22 თამაშში, მან აქტივში 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.