ფეხბურთი

17:42 | 28.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნაგატომო 3-4 კვირას გამოტოვებს

მილანის “ინტერის” იაპონელი უნივერსალი განაპირა მცველი იუტო ნაგატომო ფეხბურთის თამაშს უახლოესი 3-4 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს. ამის მიზეზი მილანურ დერბიში მიღებული ტრავმაა.

“მილანის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ნაგატომომ მუხლი დაიზიანა. პირველადი სამედიცინო შემოწმების შედეგები პესიმისტური იყო – 26 წლის ფეხბურთელს მომდევნო სეზონამდე უქმობა ემუქრებოდა. დღეს, იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ტრავმა მოსალოდნელზე მსუბუქი გამოდგა და ნაგატომო მოედანს 3-4 კვირაში დაუბრუნდება.

სავარაუდოდ, ნაგატომოს დაბრუნება სერია A-ს 30-ე ტურში, “იუვენტუსთან” მატჩში მოხდება. ეს შეხვედრა 30 მარტს გაიმართება.

0.131824