მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერმა, საფრანგეთის 2014 წლის ღია პირველობის ჩემპიონმა რაფა ნადალმა აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ჰალეს საჩოგბურთო ტურნირის მეორე წრეში შეჯიბრების მასპინძელ დასტინ ბრაუნთან 4:6, 1:6 წააგო, ნამატჩევს კი АТР-ის ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტთან შემდეგი განაცხადა.
“უწინ ბალახის საფარიან კორტზე კარგად გამოსვლას ვახერხებდი, მაგრამ საამისოდ ამგვარ სარბიელზე რეგულარული თამაშია აუცილებელი. სწორედ ამის შემდეგ გეუფლება დამაჯერებლობის გრძნობა. უიმბლდონ21012-ზე მარცხი მუხლის ტრავმით იყო გამოწვეული. მას შემდეგ მოყოლებული 7 თვის განმავლობაში კორტზე არ გავსულვარ. ჰალეს წლევანდელ ტურნირს რაც შეეხება, კენჭისყრამ არ გამიმართლა. რთული მოწინააღმდეგე შემხვდა, რომლის მოწოდებათა სიჩქარე 200 კმ/სთ-ს აღწევდა. სიტუაციის გამოსწორებას ვცდილობდი, მაგრამ კარგად ვერ ვაწოდებდი. ბრაუნი კი თამაშის დინამიკას ცვლიდა. ძნელია ასეთი შეხვედრების ანალიზი”, - დაასკვნა რაფამ.







