ჩოგბურთი

10:10 | 26.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა ასტანაში მოიგო და პეკინსა და შანხაიში ითამაშებს

 მსოფლიო რეიტინგსიის მეორე ნომერი რაფა ნადალი ხელის ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ კორტს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაუბრუნდა. ქვეყნის ეროვნულ საჩოგბურთო ცენტრ “დაულეტში” ნადალი საგამოფენო მატჩში ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვდა და 6:7, 6:3, 6:4 დაამარცხა. მატჩის მსვლელობისას რაფამ 5 ბრეიკი შეასრულა.

“ყოველი დაბრუნების შემდეგ ჩოგბურთს უფრო მეტი მოტივაციით ვთამაშობ. ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ და ვცდილობ, ხელის დაზიანება დავივიწყო. პეკინსა დაა შანხაიში აუცილებლად ვიასპარეზებ და ყოველმხრივ შევეცდები სეზონი წარმატებულად დავასრულო”, - განაცხადა 28 წლის მალიორკელმა ცონგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

0.122645