ჩოგბურთი

15:27 | 7.10.2013 | ნანახია 2192 - ჯერ

ნადალის მესამე ზეობა

 პეკინის ტურნირის ფინალში გასვლით რაფა ნადალმა რეიტინგსიაში პირველი პოზიცია დაიბრუნა. პირველად კლასიფიკაციის სათავეს მალიორკელი ასევე ჩინეთის დედაქალაქში მიღწეული ტრიუმფის შედეგად (რაფამ ოლიმპიური თამაშები მოიგო), 2008 წლის 18 აგვისტოს ჩაუდგა სათავეში და ზედიზედ 46 კვირის განმავლობაში მოწინავე საფეხურს ინაჩუნებდა. მეორედ ნადალი პირველ ადგილამდე 2010 წლის 10 ივნისს აღზევდა და მთლიანობაში რეიტინგსიის ლიდერი 102 კვირის განმავლობაში იყო.  

ნადალი მესამე ესპანელია, რომელიც რეიტინგის პირველ პოზიციამდე დაწინაურდა. 1999 წლის მარტში მოწინავე საფეხურზე 2 კვირით კარლოს მოია დაწინაურდა, ხოლო 2003 წლის სეზონში 2 თვით პირველ ადგილზე ხუან-კარლოს ფერერო გახლდათ.

ნოვაკ ჯოკოვიჩს რაც შეეხება, სერბი 101 კვირის განმავლობაში იყო კლასიფიკაციის ლიდერი და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ამერიკელს ანდრე აგასის დაეწია. აქვე შეგახსენებთ, ყველაზე მეტხანს რეიტინგის სათავეში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი გახლდათ (302 კვირა).

 Emirates ATP Rankings

1 (2) რაფა ნადალი (ესპანეთი) 11160

2 (1) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 11120

3 (3) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 6895

4 (4) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 6710

5 (7) ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) 4925

6 (5) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4610

7 (6) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 4515

8 (9) სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია) 3150

9 (8) ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 3115

10 (10) რიშარ გასკე (საფრანგეთი) 3095

11 (11) მილოშ რაონიჩი (კანადა) 2815

12 (12) ტომი ჰაასი (გერმანია) 2255

13 (16) ჯონ იზნერი (აშშ) 2115

14 (14) ჟილ სიმონი (საფრანგეთი) 2095

15 (15) ეჟი იანოვიჩი (პოლონეთი) 2060

16 (17) ნიკოლას ალმაგრო (ესპანეთი) 2030

17 (19) ფაბიო ფონინი (იტალია) 1885

18 (13) კეი ნიშიკორი (იაპონია) 1840

19 (18) ტომი რობრედო (ესპანეთი) 1830

20 (21) კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა) 1775

 WTA Tour Singles Rankings

1 (1) სერენა უილიამსი (აშშ) 13260

2 (2) ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი) 8485

3 (3) მარია შარაპოვა (რუსეთი) 6941

4 (4) აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 6195

5 (5) ნა ლი (ჩინეთი) 5365

6 (6) სარა ერანი (იტალია) 4435

7 (7) პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 4315

7 (7) მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი) 4246

8 (11) ელენა იანკოვიჩი (სერბეთი) 3860

9 (8) კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) 3845

10 (9) ანგელიკ კერბერი (გერმანია) 3645

11 (12) რობერტა ვინჩი (იტალია) 3195

12 (13) სლოან სტივენსი (აშშ) 3185

13 (10) მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი) 3172

14 (16) საბინ ლისიცკი (გერმანია) 2830

15 (18) მარია კირილენკო (რუსეთი) 2755

16 (14) ანა ივანოვიჩი (სერბეთი) 2715

17 (17) სიმონა ხალეპი (რუმინეთი) 2685

18 (15) კარლა სუარეს ნავარო (ესპანეთი) 2375

19 (19) კირსტენ ფლიპკენსი (ბელგია) 2571

20 (20) სამანტა სტოსური (ავსტრალია) 2445


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.069002
2192