ტრავმის მოშუშების შემდეგ, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის შემდეგ რაფა ნადალმა პირველი შეხვედრა ჩაატარა. მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერი რიო დე ჟანეიროს ტურნირში ჩაება და შეჯიბრების სასტარტო შეხვედრა დანიელ ხიმენო-ტრავერს 6:3, 7:5 მოუგო. ნადალმა კარიერაში 800-ე მატჩი ჩააატარა და 670-ე გამარჯვება მოიპოვა.
“კორტზე დაბრუნება წარმატებული გამომივიდა. თამაშით და ბრაზილიაში ყოფნით კმაყოფილი ვარ. ლათინურ ამერიკაში თავს კომფორტულად ვგრძნობ. გულშემატკივრები აქ თბილად მეპყრობიან და იმედია, სამომავლოდაც ბრაზილიაში არაერთხელ ჩამოვალ”, - განაცხადა ნადალმა ხიმენო-ტრავეროს დამარცხების შემდეგ.
ჩვენის მხრივ კი მოგახსენებთ, რომ მოქმედ ჩოგბურთელთაგან 800 მატჩიანი ზღვარი როჯერ ფედერერს, ტომი ჰაასს, ლეიტონ ჰიუიტს, დავიდ ფერერს, ნიკოლაი დავიდენკოს და დღეიდან რაფა ნადალს აქვთ გადალახული.