პეკინის ტურნირის ფინალისტი რაფა ნადალი შანხაის შეჯიბრების მეოთხედფინალში არგენტინელი კარლოს ბერლოკის 6:2, 7:6 (7:5) დამარცხების შემდეგ გავიდა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ მეორე პარტიის ტაიბრეკის მსვლელობისას რეიტინგსიის 27 წლის ლიდერი რაფა 3:5-ს აგებდა, მაგრამ სეტის მოგება მაინც მოახერხა. მეოთხედფინალში რაფა შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას შეხვდება.
ნადალ-ბერლოკის მატჩი საათსა და 49 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ესპანელმა 3 ბრეიკი და 2 ეისი შეასრულა, მეტოქეს კი ბრეიკის განხორციელების საშუალება არ მისცა.
„ბერლოკთან შეხვედრის დასაწყისითაც კმაყოფილი ვარ და ბოლო გეიმებითაც. მართალია, დასასრულისკენ ნერვიულობა არ ამცდა, მაგრამ სიძნელეების დაძლევით მოხარული ვარ. ბერლოკი იმ მოთამაშის მაგალითია, რომელიც არ ნებდება და კარიერის განმავლობაშიც უმატებს. კარლოსი კარგი ადამიანი და მებრძოლი ჩოგბურთელია“, - კმაყოფილებას არ მალავდა ნადალი.