მსოფლიო რეიტინგსიის პირველი ნომერი რაფა ნადალი ამჟამად ესპანეთის დედაქალაქშია, სადაც “მასტერზ1000”-ის საჩემპიონო ტიტულის დაცვას შეუდგება. დღეს კი სადიდსლემო ტურნირების 13-გზის ტრიუმფატორი მალიორკელი მადრიდის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს.
რაფა ნადალი მადრიდის საპატიო მოქალაქედ “განსაკუთრებულად წარმატებული კარიერისთვის, სპორტის მეშვეობით ქალაქთან ხანგრძლივი ურთიერთობისა და სპორტული იდეალების პოპულარიზაციისთვის” აირჩიეს.
შეგახსენებთ, მადრიდის “მასტერზ1000”-ის შარშანდელ ფინალში ნადალმა სტანისლას ვავრინკას მოუგო და მესამედ გახდა ამ ტურნირის ჩემპიონი. მადრიდში სამჯერ შვეიცარიელ როჯერ ფედერერსაც უმარჯვია.