მადრიდის “მასტერზ1000”-ის მოქმედი ჩემპიონი რაფა ნადალი წლევანდელი ტურნირის ფინალში გავიდა. საამისოდ მალიორკელს თანამემამულე რობერტო ბაუტისტა-აგუტის დამარცხება დასჭირდა. მატჩი საათსა და 44 წუთს გაგრძელდა, რაფამ კი 6:4, 6:3 მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში რეიტინგსიის ლიდერს იაპონელი კეი ნიშიკორისა და ესპანელი დავიდ ფერერს შორის მოგებულთან მოუწევს შებმა.
ამასობაში, დღევანდელი ნახევარფინალის შედეგის მიუხედავად ნიშიკორი რეიტინგსიის მოწინავე ათეულში შევა. Kეი პირველი იაპონელი ჩოგბურთელია, რომელიც კლასიფიკაციაში ესოდენ მაღალ საფეხურზე დამკვიდრდება. “ათეულში მოხვედრა ჩემი მიზანი იყო, ახლა კი ყველაფერი უნდა გავაკეთო, ამ პოზიციაზე დამკვიდრება რომ მოვახერხო”, - აცხადებს ნიშიკორი.