მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერმა, სადიდსლემო ტურნირების 13-გზის ჩემპიონმა რაფა ნადალმა ბარსელონაში სამედიცინო შემოწმება გაიარა. გამოკვლევებმა დაადგინა, რომ ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი ტურნირის ფინალისტს ხერხემალზე დაზიანების კვალი არ აქვს. ამასთან მედიკოსებმა ნადალს უახლოესი 2 კვირის განმავლობაში სიმშვიდე და წვრთნისას მაქსიმალურად მცირე დატვირთვა ურჩიეს.
ამის გამო ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, ითამაშებს თუ არა რაფა არგენტინის დედაქალაქის ბუენოს აირესის ტურნირზე. ეს შეჯიბრება 10-16 თებერვალს ჩატარდება, რაფას მასში მონაწილეობის საკითხი კი მწვრთნელთა საბჭოსა და ნადალის მოთათბირების შედეგად გაირკვევა.