ფეხბურთი

1:52 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნაჩუქარი ქულა იტალიელებს

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის პირველ სათამაშო დღეს, პირველი ტურის მსგავსად, ყველა გრანდმა მოიგო ერთის გარდა. გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც იტალიური გუნდი იყო. ამჯერად, ქულები „მილანმა“ დაკარგა, რომელიც წაგებისგან გადარჩენას არბიტრს უნდა უმადლოდეს.

ამსტერდამში გამრთული შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და 90-ე წუთზე, კუთხურის მოწოდების დროს უმეთვალყურეოდ დატოვებულმა დენსვილმა, თავური დარტყმით, ანგარიში გახსნა.

მიმდინარეობდა მე-3 დამატებული წუთი, როდესაც ბალოტელიმ, მეტოქის საჯარიმოში მეტოქე წააქცია, თუმცა არბიტრმა ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ახალგაზრდა იტალიელმა მსაჯის შეცდომა შეირგო და ზუსტი დარტყმით გუნდს ქულა მოუტანა.

იმავე ჯგუფში „ბარსელონა“ ერთპიროვნულად გალიდერდა. ტრავმირებული ლეო მესის გარეშე მოთამაშე კატალონიელებმა 3 ქულა „სელტიკ პარკზე“ მოიპოვეს. მატჩის ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე გავიდა, როდესაც მოედანზე ერთი წუთის შესული სანჩესის გადაცემას ზუსტი თავური სესკ ფაბრეგასმა მოაყოლა. ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსამ“ 39-ე გასვლითი მატჩი მოიგო და კატალონიელები ამ მხრივ რეკორდსმენ „მანჩესტერს“ გაუთანაბდნენ. გარდა ამისა, ეს თამაში რიგით 79-ე იყო, რომელიც ჩავი ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო. „ბარსას“ მე-6 ნომერი თანამემამულე რაულ გონსალესს გაუთანაბრდა, რომელიც, აქამდე, პირველ ადგილზე ერთპიროვნულად იმყოფებოდა.

სტუმრად იმარჯვა მე-2 ესპანურმა გუნდმაც. „პორტუსთან“გამართულ შეხვედრაში, „ატლეტიკომ“ პირველი გოლი თავად გაუშვა. მე-16 წუთზე, მასპინძლებმა ჯარიმა მოაწოდეს, ჯექსონ მარტინესმა გოდინს აჯობა და ანგარიშიც გაიხსნა. 58-ე წუთზე, ჯარიმა უკვე სტუმრებმა ჩააწოდეს და ესპანელთა ურუგვაელმა მცველმა თავისი შეცდომა გამოასწორა, 1:1. შეხვედრა წერტილი 86-ე წუთზე დაესვა, როდესაც ჯარიმის კარგად გათამაშების შემდეგ, არდა თურანმა ზუსტად დაარტყა. უნდა აღვნიშნოთ, რომ გაბის საგოლე გადაცემის დროს, თურქი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„მილანისგან“ განსხვავებით, არბიტრი ვერ დაეხმარა მე-2 იტალიურ გუნდს, „ნაპოლის“, რომელიც დღის ცენტრალურ მატჩში „არსენალთან“ დამარცხდა. ლონდონში გამართულ მატჩში, მასპინძლებმა მეტოქეს საქმე პირველ 15 წუთშივე მოუმთავრეს. ჯერ რემზიმ იოზილს „არსენალის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაატანინა, შემდეგ კი, ასისტენტის როლში თავად გერმანელი მოგვევლინა, რომელმაც საგოლედ ჟირუს უპასა.

პირველ ტურში მარცხის შემდეგ, დამაჯერებლად იმარჯვა „დორტმუნდმა“, რომელმაც „მარსელს“ ქულების გრაფაში ნული დაუტოვა. იურგენ კლოპის გუნდმა ფრანგებს 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. მე-19 წუთზე, ძალიან კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, თავი ლევანდოვსკიმ გამოიჩინა.  52-ე წუთზე, კარისკენ ზურგით მდგომმა როისმა ზუსტი დარტყმის განხორციელება მოახერხა, ხოლო მე-80 წუთზე, მის საპენალტე ვარდნას 11 მეტრიდან ლევანდოვსკის ზუსტი დარტყმა მოჰყვა.

პირველ ტურში „ბაზელთან“ სენსაციური მარცხის შემდეგ, „სტიაუა“ სტუმრად გაანადგურა „ჩელსიმ“. ლონდონელთა მხრიდან თავი დუბლით გამოიჩინა რამირესმა, რუმინელებს ერთი გოლი ლემპარდმა გაუტანა, ხოლო მეტოქეს, ბურთის საკუთარ კარში ჩაჭრით, გეორგიევსკიც დაეხმარა.

ცნობისთვის, ეს იყო ჩემპიონთა ლიგაზე „სტიაუას“ ზედიზედ მე-11 მოუგებელი საშინაო თამაში. ამ მაჩვენებელით, ბუქარესტელები მოსკოვის „სპარტაკს“ გაუთანაბრდნენ.

ორ მატჩში 2 მოგება აქვს „შალკეს“, რომელმაც შვეიცარიაში მე-2 ტაიმის დასაწყისში გატანილი ერთადერთი გოლით იმარჯვა. 58-ე წუთზე, შორეული დარტყმით და ეფექტური გოლით, გუნდს 3 ქულა დრაქსლერმა მოუტანა.

 

E ჯგუფი

ბაზელი-შალკე 0:1 (0:0)

ბაზელი, “სენტ იაკობ პარკი”

ბაზელი (4-1-4-1): სომერი, ვოსერი, შარი, ივანოვი, საფარი (ემილიო 84), ფრაი (დეგენი 84), სალაჰი, დიასი, ქსაკა (სიო 62), სტოკერი, სტრელერი.

მწვრთნელი: მურათ იაკინი.

შალკე (4-2-3-1): ჰლდებრანდი, უჩიდა, ჰიოვედესი, სანტანა, აოგო (კოლასინაცი 78), ჰოგერი, ნოიშტადტერი, ფარფანი (სზალაი 45), მაიერი (ჰუგლანდი 85), დრაქსლერი, ბოატენგი.

მწვრთნელი: იენს კელერი.

გოლი: 0:1 დრაქსლერი (54).

გაფრთხილებები: ემილიო 89 - აოგო 37, ფარფანი 38, ჰოგერი 65.

მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი).

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 8 (2)-8 (2), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 2-4, სეივი: 1-2, ჯარიმა: 17-15.

 

სტიაუა-ჩელსი 0:4 (0:2)

ბუქარესტი, “არენა ნაციონალა”

სტიაუა (4-2-3-1): ტატარუშანუ, გეორგიევსკი (ვარელა 71), სზუკალა, გარდოში, ლატოვლევიცი, ბურჩანუ, ფილიპი, პოპა (ტატუ 46), სტანჩუ, ტანასე, პიოვაჩარი (კაპეტანოსი 46).

მწვრთნელი: ლაურენტიუ რეგეკამპფი.

ჩელსი (4-3-2-1): ჩეხი, ივანოვიჩი, ტერი, ლუისი, კოული, ოსკარი (ასპილიკუეტა 78), რამირესი, ლემპარდი, მატა (ვილიანი 80), შიურლე, ტორესი (ეტოო 11).

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

გოლები: 0:1 რამირესი (20), 0:2 გეორგიევსკი (44, ს.კ.), 0:3 რამირესი (55), 0:4 ლემპარდი (90).

გაფრთხილებები: ლემპარდი 33, კოული 50.

მსაჯი: კარლოს ველასკო კარვალიო (ესპანეთი).

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 10 (8)-20 (14), კუთხური: 2-3, თამაშგარე: 2-0, სეივი: 10-8, ჯარიმა: 14-13.

1. შალკე          2          2          0          0          4:0       6         

2. ჩელსი         2          1          0          1          5:2       3         

3. ბაზელი       2          1          0          1          2:2       3         

4. სტიაუა        2          0          0          2          0:7       0         

 

F ჯგუფი

დორტმუნდი-მარსელი 3:0 (1:0)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

დორტმუნდი (4-2-3-1): ლანგერაკი, გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, დურმი, შაჰინი, ბენდერი, ობამეიანგი (კუბა 71), მხითარიანი (პაპასტატოპულოსი 88), როისი (ჰოფმანი 82), ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ფანი, ნ’კულუ, მენდესი, მენდი, რომაო, ვანგა, პაიე (ლემინა 73), ვალბუენა (ჯ. აიუ 81), ა. აიუ, კალიფა (ტოვინი 81).

მწვრთნელი: ელი ბოპი.

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (19), 2:0 როისი (52), 3:0 ლევანდოვსკი (80, პენ).

გაფრთხილებები: სუბოტიჩი 62, ბენდერი 64 - რომაო 51, ფანი 65.

მსაჯი: დავიდ ფერნანდეს ბორბალანი (ესპანეთი).

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 18 (13)-7 (4), კუთხური: 5-0, თამაშგარე: 4-0, სეივი: 4-10, ჯარიმა: 22-9.

 

არსენალი-ნაპოლი 2:0 (2:0)

ლონდონი, “ემირეითსი”

არსენალი (4-3-2-1): შესნი, სანია, მერტეზაკერი, კოსილნი, გიბსი, არტეტა, ფლამინი, რემზი (მონრეალი 88), როსიცკი (უილშერი 63), იოზილი, ჟირუ.

მწვრთნელი: არსენ ვენგერი.

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მესტო, ალბიოლი (ფერნანდესი 83), ბრიტოსი, ზუნიგა, ბეჰრამი, ინლერი, კალიეხონი (საპატა 77), ჰამშიკი, ინსინიე, პანდევი (მერტენსი 61).

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

გოლები: 1:0 იოზილი (8), 2:0 ჟირუ (15).

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 8 (8)-12 (4), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 0-2, სეივი: 4-6, ჯარიმა: 16-17.

1. არსენალი    2          2          0          0          4:1       6         

2. დორტმუნდი         2          1          0          1          4:2       3         

3. ნაპოლი       2          1          0          1          2:3       3         

4. მარსელი     2          0          0          2          1:5       0         

 

G ჯგუფი

ზენიტი-აუსტრია 0:0

სანკტ პეტერბურგი, “პეტროვსკი”

ზენიტი (4-2-1-3): ლოდიგინი, ანიუკოვი (კრიშიტო 87), ჰუბოჩანი, ლომბაერტსი, სმოლნიკოვი, ფაიზულინი, ვიტსელი, შატოვი (შიროკოვი 50), ჰალკი, კერჟაკოვი (არშავინი 65), დანი.

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი.

აუსტრია (4-2-3-1): ლინდნერი, კოხი, რამსებნერი, ორტლეხნერი, სუტნერი, ჰოლანდი, მადერი, როიერი (მურგი 57), სიმკოვიჩი, ლეოვაცი (ოკოტიე 80), ჰოზინერი (კიენასტი 90+2).

მწვრთნელი: ნენად ბიელიცა.

გაფრთხილებები: სმოლნიკოვი 4, ჰუბოჩანი 72 - როიერი 23, ლეოვაცი 70, რამსებნერი 73, მურგი 88.

გაძევება: ვიტსელი 44.

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია).

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 16 (7)-18 (9), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 0-1, სეივი: 9-7, ჯარიმა: 9-17.

 

პორტუ-ატლეტიკო 1:2 (1:0)

პორტუ, “დრაგაო”

პორტუ (4-3-3): ჰელტონი, დანილო, ოტამენდი, მანგალა (გილასი 89), ალექს სანდრო, დეფუ, ფერნანდო, გონსალესი (კინტერო 68), ჟოსუე (ლიკა 60), მარტინესი, ვარელა.

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა.

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა, ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფილიპე, გარსია (ტორესი 80), გაბი, ტიაგო, თურანი, ბაპტისტაო (კოკე 74), ვილია (როდრიგესი 46).

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.

გოლები: 1:0 მარტინესი (16), 1:1 გოდინი (58), 1:2 თურანი (86).

გაფრთხილებები: ჟოსუე 29, მანგალა 85 - ტიაგო 55, ხუანფრანი 62.

მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 14 (7)-11 (5), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 0-1, სეივი: 3-6, ჯარიმა: 20-10.

1. ატლეტიკო 2          2          0          0          5:2       6         

2. პორტუ        2          1          0          1          2:2       3         

3. აუსტრია     2          0          1          1          0:1       1         

4. ზენიტი       2          0          1          1          1:3       1         

 

H ჯგუფი

აიაქსი-მილანი 1:1 (0:0)

ამსტერდამი, “ამსტერდამ არენა”

აიაქსი (4-3-3): სილესენი, ვან რეინი, დენსვილი, მოიზანდერი (ვან დერ ჰოორნი 78), ბლინდი, დე იონგი, პოულსენი, დუარტე (შონე 59), დე სა (ანდერსენი 64), სიგთორსონი, ფიშერი.

მწვრთნელი: ფრანკ დე ბური.

მილანი (4-3-2-1): აბიატი, აბატე, საპატა, მექსე, კონსტანტი, პოლი (ემანუელსონი 84), დე იონგი, მუნტარი, მონტოლივო, რობინიო (მატრი 80), ბალოტელი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლები: 1:0 დენსვილი (90), 1:1 ბალოტელი (90+4).

გაფრთხილებები: ვან დერ ჰოორნი 90+3 - კონსტანტი 42, ბალოტელი 61.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

ბურთის ფლობა: 70%-30%, დარტყმა: 7 (5)-3 (3), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 0-3, სეივი: 2-4, ჯარიმა: 14-6.

 

სელტიკი-ბარსელონა 0:1 (0:0)

გლაზგო, “სელტიკ პარკი”

სელტიკი (4-4-1-1): ფორსტერი, ლუსტიგი (ფორესტი 69), ვან დეიკი, ემბროუზი, იზაგირე, მეთიუზი, ბრაუნი, მალგრიუ, სამარასი, კომონსი (პუკი 86), სტოკსი (კაიალი 70).

მწვრთნელი: ნილ ლენონი.

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, ბარტრა, ადრიანო, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა (სონგი 89), პედრო (სანჩესი 75), ფაბრეგასი (ტელიო 78), ნეიმარი.

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.

გოლი: 0:1 ფაბრეგასი (76).

გაფრთხილებები: ლუსტიგი 44, სამარასი 77, იზაგირე 86 - ფაბრეგასი 55, ბუსკეტსი 75, სანჩესი 90.

მსაჯი: სტეფან ლენუა (საფრანგეთი).

ბურთის ფლობა: 28%-72%, დარტყმა: 4 (3)-13 (7), კუთხური: 1-6, თამაშგარე: 1-4, სეივი: 6-3, ჯარიმა: 15-5.

1. ბარსელონა 2          2          0          0          5:0       6         

2. მილანი        2          1          1          0          3:1       4         

3. აიაქსი          2          0          1          1          1:5       1         

4. სელტიკი     2          0          0          2          0:3       0          

0.157812