გასული წლის მიწურულს ჩინელი ნა ლი პირველი აზიელი გახდა, რომელიც ქალთა საჩოგბურთო რეიტინგში მესამე საფეხურამდე დაწინაურდა. მალე კი ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედ ჩემპიონს მსოფლიო კლასიფიკაციის მეორე ადგილზე მყოფს ვიხილავთ.
ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ყატარის დედაქალაქ დოჰას ტურნირის შემდეგ სარეიტინგო ქულებს დაითვლიან. მოგეხსენებათ, ამ შეჯიბრების შარშანდელი გამარჯვებული სადღეისოდ კლასიფიკაციაში მეორე პოზიციაზე მყოფი ბელარუსი ვიკტორია აზარენკაა, მაგრამ აღმოსავლეთსლავი წლეულს ფეხის ტრავმის გამო აზიაში ვერ ითამაშებს. ამის გამო აზარენკას 900 სარეიტინგო ქულა დააკლდება და მას ნა ლი გადაასწრებს.