ჩოგბურთი

19:15 | 25.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნა ლის მესამე წარმატებული ცდა

ჩინელი ნა ლი ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ერთეულთა თანრიგის ყველაზე ხანდაზული ჩემპიონი გახდა. მან წლის პირველი სადიდსლემო ტურნირის გამარჯვებულის ტიტული 31 წლისამ მოიპოვა, დღევანდლამდე კი “მწვანე კონტინენტის” ყველაზე უფროსი ჩემპიონი მარგარეტ კორტი იყო, რომელმაც წოდება 30 წლის ასაკში დაისაკუთრა. ნა ლიმ დღევანდელ ფინალში სლოვაკ დომინიკა ციბულკოვას 7:6, 6:0 მოუგო და მელბურნში მესამე ცდიდან იმარჯვა. წინა 2 ფინალი ჩინელისთვის უიღბლო გამოდგა.

ფინალისკენ მიმავალ გზაზე ნა ლიმ ანა კონიუხი, ბელინდა ბენჩიჩი, ლუსი შაფარჟოვა, ეკატერინა მაკაროვა, ფლავია პენეტა და ეჟენი ბუშარი დაამარცხა, ამასთან ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ერთეულთა ტურნირის მეოთხე ჩემპიონი გახდა, რომელმაც ტურნირის მსვლელობისას მეტოქეს მატჩბოლი “ამოუქაჩა”. ნა ლიმ ციბულკოვასთან ფინალის პირველი სეტი ტაიბრეიკით მოიგო, მეორე პარტიაში დამაჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. გადამწყვეტი შეხვედრა საათსა და 37 წუთს გაგრძელდა. ნა ლის აქტივში 2 ეისი, 34 “ვინერია”, ციბულკოვასთან პირადი მატჩების ანგარიში კი 5:0 გახადა.

“როგორც იქნა, მელბურნში ვიმარჯვე. ვულოცავ დომინიკას კარგად ჩატარებულ ტურნირს და სამომავლოდ წარმატებას ვუსურვებ. ბევრს ვერცკი წარმოედგინა, ამდენს რომ მივაღწევდი, მაგრამ საკუთარი ძალის რწმენა არ დამიკარგავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან მიყვარს ავსტრალიაში ასპარეზობა და სიამოვნებით დავბრუნდები მელბურნში მომავალი წლის სეზონის დასაწყისში”, - განაცხადა საჩემპიონო წოდების მოპოვების შემდეგ ნა ლიმ, რომელმაც საპრიზო თანხის სახით 2 მილიონ 308000 დოლარი დაიმსახურა და 2000 სარეიტინგო ქულაც დაერიცხა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112543