სადღეისოდ ქალთა კლასიფიკაციის მესამე ნომერი ნა ლი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე შეჯიბრებაზე ჩეხ პეტრა ცეტკოვსკასთან 6:7, 6:2, 4:6 დამარცხდა. ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონმა ჩინელმა წლეულს პირველი შეხვედრა წააგო. დოჰაში განცდილი მარცხის მიუხედავად, მომავალ ორშაბათს ნა ლი რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდება და მეორე პოზიციაზე დამკვიდრდება.
მატჩის დასრულების შემდეგ ნა ლიმ განაცხადა, ასაკის მომატებასთან ერთად კორტზე დიდი ხნის გატარება მიჭირს და მესამე სეტის დათმობაც ამის ბრალიაო.