ჩოგბურთი

21:20 | 23.03.2013 | ნანახია 3104 - ჯერ

ნა ლი მაიამის ტურნირის მეოთხე წრეშია

 

მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომერი ჩინელი ნა ლი წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას მაიამიში მიმდინარე მასტერსზე. მესამე წრის მატჩში 31 წლის ჩოგბურთელმა ყველანაირი პრობლემების გარეშე, ორ სეტში დაამარცხა კორტების მასპინძელი ვარვარა ლეპჩენკო 6:2, 6:4.

შეხვედრა 1 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ლიმ ოთხჯერ დააბრეიკა მეტოქე, საკუთარი ჩაწოდება კი მხოლოდ ერთხელ დათმო. ჩინელი ჩოგბურთელი ანგარიშზე 3 ეისიც გახლდათ, ხოლო მისმა მეტოქემ ერთი ეისის წილ 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. დღევანდელი მატჩი ამ ჩოგბურთელთა კარიერაში პირველი ურთიერთდაპირისპირება გახლდათ.

ტურნირის მეოთხე წრეში ნა ლი კაროლინ ვოზნიაცკისა და გარბინ მუგურუსა-ბლანკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

 

 

 


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:30 | 11.06.2017
ირაოლა (563)

ამ ბავშვებს დნმ-ში დიდი დოზით "დინამო" აღმოაჩნდათ...შემოგევლეთ.
წარმატებები

23:20 | 11.06.2017
რაჭა (10043)

აბა რაა... მშვენიერი ფეხბურთი ითამაშეს ბიჭებმა. ასე გააგრძელეთ დიდი გუნდის პატარა ბავშვებო.
წარმატებები

23:02 | 11.06.2017
ჯაშიაშვილი (187)

გაიხარეთ ბიჭებო, თქვენი თაობის გვეიმედება! გილოცავთ!

0.066045
3104