მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ჩოგანი ჩინელი ნა ლი განაგრძობს წარმატებულ სვლას მაიამის მასტერსზე. ტურნირის მეოთხე წრეში მან ასპარეზობას გამოთიშა ესპანელი გარბინ მუგურუსა ბლანკო 7:6, 6:2.
პირველმა სეტმა უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა. მეტოქეებმა ორ-ორჯერ შეძლეს ერთმანეთის დაბრეიკება, რის შემდეგაც დაინიშნა ტაიბრეიკი, სადაც ჩინელი ჩოგბურთელი დაწინაურდა - 4:1, თუმცა ესპანელმა წონასწორობა მალევე აღადგინა - 6:6. ნა ლიმ კონცენტრაცია მოახდინა და საბოლოოდ "საჩოგბურთო ლატარეა" თავის სასარგებლოდ დაასრულა - 7:6 (6).
მეორე პარტიაში გამოცდილმა ჩინელმა ჩოგბურთელმა პირველივე გეიმებიდან ხელთ იგდო უპირატესობდა, რის შემდეგაც მატჩის სადავეები ხელიდან აღარც გაუშვია. 1 საათსა და 45 წუთში ნა ლიმ მეოთხედფინალის საგზური გაიფორმა - 7:6, 6:2, იქ კი შეხვდება კორტების მასპინძელ სერენა უილიამსს, რომელმაც მძიმე ბრძოლაში დაამარცხა სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა 2:6, 6:4, 6:2.