ქალთა რეიტინგსიის ჩინელი მეორე ნომერი ნა ლი მუხლის ტრავმის გამო მონრეალისა და ცინცინატის მასტერზებს, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობას დააკლდება. შეგახსენებთ, ამერიკის ჩემპიონატი წლეულს 25 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე ჩატარდება.
„ვწუხვარ, 3 მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე მონაწილეობას რომ ვერ მივიღებ. ჯერ კიდევ მარტიდან მოყოლებული მუხლი მაწუხებს, რის გამოც ასეთი რანგის ტურნირებზე მონაწილეობის მიღებისგან თავის შეკავება უპრიანია. ამასთან, პირადმა ექიმმა მითხრა, უმჯობესია მუხლი დაასვენოო. კორტს უხანისა და პეკინის შეჯიბრებებზე დავუბრუნდები“, - განაცხადა ნა ლიმ.