73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამბაკო ავალიანმა და ნუგზარ ტატალაშვილმა მოსკოვის დიდ სლემს საწყისი ეტაპებიდანვე დაემშვიდობნენ და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ორდღიანი ტურნირის პირველი დღეც ამით დასრულდა, რადგან ჩვენს გუნდს პირველ ორ წონაში - 60 და 66 კილოგრამებში მონაწილე ისედაც არ ჰყავდა.
ავალიანმა პირველ წრეში ჩინელი ვეი ლიუ ვაზარი-იუკოთი ჩამოიცილა, შემდეგ კი ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ ჰოლანდიელს, დექს ელმონს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა.
ტატალაშვილი ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო და რუს დენის იარცევს მეოთხე წუთზე მტკივნეული ილეთით მოუმთავრა საქმე. მერვედფინალში კი მსოფლიო რეიტინგის მეოთხეადგილოსანს და მოსკოვის დიდ სლემზე პირველ ნომრად განთესილ ბელგიელს, დირკ ვან ტიჩელტს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში იუკოთი წააგო.
ოთარ მაღლაკელიძე







