ბათუმის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში 5 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება, რომელთაგან საწყისი წრე ერთადერთმა დასძლია, ისიც იმიტომ, რომ თანამემამულეს ეთამაშებოდა.
მე-8 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ თამარ ჭალაგანიძეს 6:1, 6:1 სძლია და მერვედფინალში უკრაინელ ოლგა იანჩუკს გაეჯიბრება.
თამარ კუტუბიძე რუს ვალერია სავინიხთან დამარცხდა – 3:6, 0:6, სოფო ქვაცაბაია ასევე რუსეთის სახელით მოასპარეზე ნათელა ძალამიძესთან – 4:6, 6:3, 2:6, ხოლო მარიამ ბოლქვაძე თურქ პემრა ოზგენთან – 5:7, 6:4, 1:6.
წყვილთა შეჯიბრში გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ რუსები – ლიდკოვსკაია და ვორონცოვა 6:2, 6:1 დაამარცხეს და მეოთხედფინალში მე-4 განთესვის მქონე რუსულ-ბელარუსულ დუეტს (ძალამიძე-პირაჟენკა) გაეჯიბრებიან.