მხოლოდ ერთი პარტია დასრულდა ფრედ საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის პირველ ტურში. გართულებებს მოერიდნენ და დებიუტშივე შეთანხმდნენ ყაიმზე მიხეილ მჭედლიშვილი და დავით ჯოჯუა.
ერთგვარი სენსაცია დაფიქსირდა ალექსანდრე ყაშაშვილ-დავით ბენიძის შეხვედრაში. დიდი სარეიტინგო სხვაობის (135 პუნქტი) მიუხედავად, თეთრებით მოასპარეზე საერთაშორისო ოსტატმა ყაშაშვილმა საერთაშორისო დიდოსტატი ბენიძე 31 სვლაში დაამარცხა.
მინიატურულ სტილში, 26 სვლაში მოუგო ივერი ჭიღლაძეს თორნიკე სანიკიძემ. დებიუტიდანვე მიიღო უპირატესობა ლუკა პაიჭაძემ ტურნირის ერთადერთ მანდილოსან-მონაწილე სოფიო გვეტაძესთან.
წარმატებულად დაიწყო ასპარეზობა და შავი ფერის ფიგურებით გამარჯვება იზეიმა საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა გაიოზ ნიგალიძემ ლევან ფანცულაიასთან შეხვედრაში. შავებითვე მერაბ გაგუნაშვილმა კოკა შანავასთან პარტიაში იმარჯვა.
პირველი ტური
მჭედლიშვილი – ჯოჯუა 0.5:0.5
სანიკიძე – ჭიღლაძე 1:0
ყაშაშვილი – ბენიძე 1:0
პაიჭაძე – გვეტაძე 1:0
შანავა – გაგუნაშვილი 0:1
ფანცულაია – ნიგალიძე 0:1
მეორე ტური
ჯოჯუა – ნიგალიძე
გაგუნაშვილი – ფანცულაია
გვეტაძე – შანავა
ბენიძე – პაიჭაძე
ჭიღლაძე – ყაშაშვილი
მჭედლიშვილი – სანიკიძე