გერმანიაში გამოკითხვა ჩატარდა, თუ რამდენ პროცენტს სჯერა, რომ იოაჰიმ ლიოვის ნაკრები წლეულს მსოფლიოს ჩემპიონი გახდება. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 6 პროცენტს სჯერა... 41% ფიქრობს, რომ გერმანია ნახევარფინალში გავარდება, ხოლო 40% პროგნოზირებს, რომ ბოლო სტადია მეოთხედფინალი იქნება. ფინალში გასვლას და იქ წაგებას 11% ვარაუდობს.
არიან ზედმეტად პესიმისტებიც: 2 % ფიქრობს, რომ გერმანია ჯგუფიდან ვერ გავა. სულ 1000 ადამიანი გამოკითხეს.