გერმანული “დორტმუნდის” შემტევმა ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა ვარჯიში განაახლა.
დორტმუნდელთა სომეხმა ახალწვეულმა ტრავმა “ლუცერნთან” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო. თავდაპირველი ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი ერთ თვეს გამოტოვებდა, მაგრამ მან დროზე ადრე გამოჯანმრთელება მოახერხა.
Kicker-ის ცნობით, მხითარიანი 10 აგვისტოს, ბუნდესლიგის პირველ ტურში, “აუგსბურგის” წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება.