ფეხბურთი

12:00 | 6.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მხითარიანი “დორტმუნდს” შეუთანხმდა

დიდი ალბათობით, დონეცკის “შახტარის” ნახევარმცველი გენრიხ მხითარიანი კარიერას გერმანიის ვიცე-ჩემპიონ “დორტმუნდში” განაგრძობს. ამის შესახებ Tribuna.com-ი იუწყება.

დორტმუნდელთა ხელმძღვანელობის წარმომადგენლები - ჰანს-იოჰიმ ვაცკე და მიხაელ ცორკი დონეცკში იმყოფებოდნენ, სადაც “შახტარს” სომხის ტრანსფერზე საბოლოოდ შეუთანხმდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, “დორტმუნდს” მხითარიანის ტრანსფერი 30 მილიონი დოლარი დაუჯდება.

 

0.123333